თეთრი სახლი პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტისთვის მზად არის
02-11-2019, 06:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან წარმომადგენელთა პალატის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის.

 

 

„ჩვენ მზად ვართ იმპიჩმენტისთვის“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა „Fox News“-თან ინტერვიუში, როგორც ამას გამოცემა „THE HILL“-ი წერს, და დაამატა, რომ ტრამპს „არაფერი არამართებული არ გაუკეთებია“.

 

 

„[სპიკერმა] ნენსი პელოსიმ ძალიან, ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატები“ კენჭს უყრიან“ [პრეზიდენტის იმპიჩმენტს], აღნიშნა ტრამპის პრესმდივანმა.

 

 

მოგვიანებით თეთრი სახლის მრჩეველმა კელიან ქონუეიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმპიჩმენტი „უდავოდ შესაძლებელია“ და იგი „მზად არის“ შედეგისთვის.

„[დემოკრატებმა] იციან, რომ კენჭისყრები სენატში არ იმართება. ასე რომ თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტს განახორციელებ, ჩამოაცილებ მას ოფისიდან? ეს მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. ვიმედოვნებ, გვექნება პროცესი, რომელიც ჯერ ჩვენ არ გვქონია“, უთხრა თეთრ სახლში ჟურნალისტებს ქონუეიმ და აღნიშნა, რომ თეთრ სახლს სურს ღია მოსმენები იხილოს.

 

 

ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურები მას შემდეგ წამოიწყეს, რაც აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, სადაც ამერიკის ლიდერმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში შემდგარი ბიზნესგარიგებების „შესწავლა და გამოძიება“ სთხოვა.

 

 

„დემოკრატები“ იძიებენ, შეუჩერა თუ არა ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება ზეწოლის განხორციელების მიზნით, რათა კიევს ბაიდენების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება დაეწყო.

 


ტრამპი დაჟინებით ირწმუნება, რომ მას არაფერი გაუკეთებია კანონსაწინააღმდეგო.

 

 

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ შეადგენენ, მაგრამ სენატს ტრამპის „რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი