კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ კოალიციურ რეჟიმში აპირებს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ კოალიცია 2016 წელს სოლიდურ გამარჯვებას მოიპოვებს.
"დარწმუნებული ვარ, 2016 წელს არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით. ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ გამოუთქვამს სურვილი დამოუკიდებლად იმოქმედოს"- აცხადებს კობახიძე და შეკითხვაზე -2012 წელს პარტიის ძირითად რესურსს ივანიშვილი წარმოადგენდა. დღეს რა კაპიტალზე დაყრდნობით აპირებთ არჩევნებში გამარჯვებას? - პასუხობს:
"დღეს ძირითად ოპონენტად "ნაციონალური მოძრაობა" აღიქმება, თუმცა, მასთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს. ჩვენთვის მთავარი არჩევნებში გამარჯვება კი არა, რესურსის გამოყენებაა. აუცილებელია პარტიული საქმიანობა გავაუმჯობესოთ და მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მისაღებ ძალად ჩამოვყალიბდეთ.
დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი "ქართულ ოცნებას" აქვს. პერიოდულად კვლევებს ვატარებთ, შედეგები მსგავსი დასკვნების შესაძლებლობას გვაძლევს. "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ 2016 წელს სოლიდური უპირატესობით გავიმარჯვებთ"- ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელიც თვლის, რომ სირთულერების მიუხედავად, მთავრობა პრობლემებს წარმატებით უმკლავდება და კოალიცია 2016 წელს არარეალისტურ დაპირებებს გამორიცხავს.
"ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ავტორიტარული რეჟიმი დემოკრატიული მმართველობით შეიცვალა და პლურალისტური გარემო ჩამოყალიბდა... სირთულეები არსებობს, რაც არა მხოლოდ შიდა, გარე ფაქტორებით, მათ შორის, რუსეთის კრიზისისა და უკრაინის ომითაა განპირობებული. მიუხედავად ყველაფრისა, მთავრობა პრობლემებს წარმატებით უმკლავდება. მეტიც, 2014 წელს საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით პირველ ადგილზე იყო, რაც რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გახლდათ... ზოგი დაპირება კერძო ინიციატივით გაჟღერდა... წინასაარჩევნო პროგრამის შემუშავება მაქსიმალური ჩართულობით სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ არარეალისტური დაპირებები გამოვრიცხოთ".
ჟურნალისტის შეკითხვაზე -ანუ, აღარ მოვისმენთ დაპირებას, რომ ყველა სოფელს მილიონი ლარი დაურიგდება? - ირაკლი კობახიძემ ასეთი პასუხი გასცა.
"ეს თავიდანვე არარეალისტური იყო და არც პროგრამაში ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ტარიფებს, არასწორი დაანგარიშება მოხდა, თუმცა ობიექტური გარემოება იყო ასეთი - ბოლო ეტაპზე კოალიცია პრაქტიკულად ომის რეჟიმში იბრძოდა. სამომავლო ხედვებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ, მოსახლეობას რაციონალურ გათვლაზე დაფუძნებული დაპირებები უნდა შევთავაზოთ".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.