მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ „სინოდის განჩინება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და უკანონობებს“, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი ემორჩილება, „თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას“ და ეპარქიას საპატრიარქოს მიერ მივლინებულ კომისიას გადააბარებს, რის შემდეგაც დატოვებს ჭყონდიდის ეპარქიას, თუმცა არ დაემორჩილება კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებას შიომღვიმის მონასტერში განმწესების თაობაზე და სავარაუდოდ თბილისში წავა. მას არ დაუკონკრეტებია რა მისიით მიდის თბილისში.
„გადმომცეს კათოლიკოს-პატრიარქის დანაბარები, ანუ აზრი: მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია წამოვიდეს ეპარქიიდან და იყოს სხვაგანო და გამოგზავნიან ხვალ სავარაუდოდ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომისიას, რომელიც ინვენტარიზაციას გააკეთებს ჩვენს წარმომადგენლებთან და გადაიბარებენ ეპარქიას მიმდინარე მოვლენებით. მე რა თქმა უნდა ვემორჩილები ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა წინააღმდეგობას არ ვუწევ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ზოგადად უკანონობა. ახლახან გავრცელდა ასევე თეოლოგების, საეკლესიო სამართლის ნორმების მიხედვით განმარტება ანუ მხილება, სინოდის განჩინებაში თუ რა დარღვევებთან, რა კანონიკურ დარღვევებთან გვაქვს საქმე. მე გავუგზავნე და ვთხოვე თვითონ გაეცნონ და კათოლიკოს-პატრიარქიც ჩააყენონ საქმის კურსში, რომ სინოდის განჩინება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და უკანონობებს, მაგრამ მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიაზაციას... შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში“, განაცხადა მეუფე პეტრემ, რომელსაც წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მღვდელმსახურება შეუჩერა და ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან ჩამოაცილა.
მეუფე პეტრეს სასულიერო ცხოვრების გაგრძელება თავის ყოფილ ეპარქიაში, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში სურდა, რაზეც პატრიარქმა მას უარი უთხრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.