ბიძინა ივანიშვილი: დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია
02-11-2019, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თავის მისალოც სიტყვაში.

 


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაესწრო.

 


პუბლიცისტიკასა და მეცნიერებაში თამაზ ტყემალაძის დამსახურებებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ დამსახურებებს ემატება კიდევ ერთი - თამაზ ტყემალაძე ერთ-ერთი გამორჩეული თამადაა და ძალიან ლამაზად მიჰყავს სუფრა.

 


„მისი ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა გახლდათ ქართული სუფრა. ყველა მისი მოღვაწეობა ემოციურად გამოიხატებოდა ქართულ სუფრაზე და და მე ვფიქრობ, ბატონი თამაზის ყველაზე დიდი ღირსება მის მიერ წაყვანილი სუფრა გახლავთ. მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენიერება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. ქართულ სუფრაზე რომ გამოჩენილი თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც ჰქონდა ბატონ თამაზს, მისი პოეზია, პედაგოგიური თუ სხვა დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც, ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია. ქართული სუფრა ყოფითი ცხოვრების არსი და განსახიერებაა, ბატონი თამაზის ხელოვნება სუფრის თამადობაში გამოიხატებოდა. მე იშვითად ვიყენებ ილიას სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს. საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ თამაზს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია. მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი