საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობდა კომუნიკაცია პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის ცნობილი და ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაადასტურა.
„მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი საზოგადოება წინა და არსებული ხელისუფლების დროსაც პოლიტიკოსებისა და სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან უწმინდესზე, საპატრიარქოსა და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს ხედავდა. ამ პროცესმა ყველაზე სახიფათო ფორმა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიიღო.
საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. რა ვითარებაში ხდებოდა ეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობდა კომუნიკაცია პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ცნობილი და ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაადასტურა. ამიტომ არ შევალ დეტალებში. მე მოვითხოვე, რომ როცა ასეთი რამ ხდება, თუკი ეს ნორმალური ქვეყანაა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს სპეკულაციები. სახეზეა ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს არის რეალობა“, აცხადებს ხაზარაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.