ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულის, 23 წლის მსჯავრდებულის, ნიკა ჩუგოშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა და იგი უკვე საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 23 წლის მსჯავრდებული ნიკა ჩუგოშვილი გაცნობის მიზნით მოინახულა.
ნიკა ჩუგოშვილის მიერ კომიტეტისადმი მიმართული თხოვნის საფუძველზე, კანონმდებელმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანად ცვლილება მოამზადა, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო და აღნიშნული ცვლილებით, დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა.
მარიამ ჯაშმა ნიკა ჩუგოშვილს ის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლებიც პატიმარს მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დასჭირდება.
„ნიკა ჩუგოშვილი სწავლის ყველა ეტაპზე იყო წარმატებული მოსწავლე, ფლექსის პროგრამის მონაწილე, კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული. მას გეგმები ჰქონდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო აღმოჩნდა სასჯელაღსრულების სისტემაში. მან ჩააბარა სამაგისტრო პროგრამაზე და ის ბარიერი, რომლის გამოც სწავლას ვერ იწყებდა, აღმოფხვრილია. ძალიან სიმბოლურია, რომ ნიკა ხდება საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და მან პირველი ცვლილება საჯარო პოლიტიკაში უკვე განახორციელა, თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ პატიმარს, როგორც სისტემის ჰუმანიზაცია, ასევე სხვა მსჯავრდებულებისთვის გზის გახსნა, რომ მათ გაუმარტივდეთ როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ სივრცეში დაბრუნება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.