"ლიდერი ირაკლი ღარიბაშვი­ლია და ჩვენი­ პოლიტიკური­ ძალა მისი ხელმძ­ღვ­ანელობით აგრძელებს საქ­მია­ნობას"
31-08-2015, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია "ქართული ოცნება" 60 დამოუკიდებელ ექსპერტს 15 სამუშაო დღით ეძებს­ - ამის შესახებ განცხადება სამსახურის მაძიებელთა საიტ jobs.ge-ზე გამოჩნდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ შემოდგომისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან.

 

 

დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომლის თქმითაც,მათი პარტიის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვი­ლია და მათი პოლიტიკური­ ძალა მისი ხელმძ­ღვ­ანელობით აგრძელებს საქ­მია­ნობას.


"სანამ jobs.ge-ზე განცხადებას განვა­თავსებდით, ყველა შესაძლო რისკი ავწონ-დავწონეთ. გავითვალისწინეთ, რომ ოპონენტები ჩვენი­ ინიციატივის გაშარჟებას­ შეეცდებოდნენ, მაგრამ ეს ნაკლებად­ მნიშვ­ნელოვანია, რადგან სერიოზული მიზნები გვამოძრავებს - გვსურს, საზოგადოებასთან მაქსიმალურად გახსნილად ვიმუშაოთ", აცხადებს ირაკლი კობახიძე და შეკითხვაზე - გაქვთ მოლოდინი, რომ 60 დამოუკიდებ­ელ­ ექსპერტს იპოვით თუ "ქართული ოცნების"­ საარჩევნო პროგრამაზე 20/30-ის (ანალიტიკური­ გადაცემა GDშ-ზე) წევრებიც იმუშავებენ? - პასუხობს:


"მთავარია, ექსპერტები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდებოდნენ­ და წარმატ­ებულ კადრებად ითვლებოდნენ.­ ქვეყანაში რესურსი ნამდვილად არსებობს, მთავარია, მათი სახელმწიფოს გარ­შემო კონსოლიდირება შევძ­ლოთ. რაც შეეხება 20/30-ის წევრებს, აპლიკაციის შემოტანის შესაძლებლობა მათაც აქვთ".


კობახიძეს მიაჩნია, რომ ახლა მნიშვნელოვანია­ არა ცნობად­ი, არამედ კონ­­კრეტულ სფეროში წარმატებული­ პირები. "არსებულ ფორმატში ტელეექსპერტების ჩართვასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს", - ამბობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და ადასტურებს, რომ ინტელექტკლუბის წევრებ­თან კონსულტაციები უკვე ჰქონდათ და ისინი­ პარტიულ საქმიანობაში­ უკვე ჩაერთვნენ.



"რაც შეეხება ლიდერს, პარტიის იერა­რ­ქია კარ­გად­ არის ცნობილი­ - ლიდერი ირაკლი ღარიბაშვი­ლია და ჩვენი­ პოლიტიკური­ ძალა მისი ხელმძ­ღვ­ანელობით აგრძელებს საქ­მია­ნობას. ამ გუნდით­ მნიშვნელოვანი წარმა­ტების მი­ღ­წ­ევა შეგვიძლია. პარტიის ძირი­თად­­ ბირთვში დარჩებიან ის ლი­დ­ერებიც,­ რომლებიც "ქართულ ოცნებას" 2011 წლიდან მოჰყვებიან", -აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი