გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
03-11-2019, 20:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის დაგების სამუშაოები გრძელდება. დღეს, ხიზანიშვილის ქუჩის 3 000 კვადრატულ მეტრზე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

 


მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 


„გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა. შესაბამისმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ, მუშაობა დაასრულეს და ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობა ქვედა ფენებში თითქმის სრულდება. რჩება 80 მეტრიანი მცირე მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა კომპანიამ - „თბილისი ენერჯიმ“, „სილქნეტმა“ უნდა აწარმოონ სამუშაოები. შემდეგ კი გზის საფარი ამ მონაკვეთზეც დაიგება. პარალელურად, ვეკუას ქუჩის გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ორივე ცენტრალურ ქუჩაზე გზა ქვედა ფენებში დაგებული იქნება. პარალელურად, ტროტუარის გაფართოების სამუშაოები, ბორდიურის ჩამოსხმა და ველობილიკების მოწყობაც ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 38 000 კვ. მ ასფალტის ქვედა ფენა.

 


გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

 


ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

 


ხიზანიშვილის ქუჩაზე დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი