საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის საფრთხეებიდან გამომდინარე, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახლანდელი დაძაბულობა მსოფლიოს „კოლოსალურ საფრთხეში“ აყენებს.
BBC-ისთან ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა ქვეყანას ბირთვული იარაღის განადგურების გამოცხადებისკენ მოუწოდა.
„სანამ არსებობს მასობრივი განადგურების იარაღი, პირველ რიგში ბირთვული იარაღი, საფრთხე კოლოსალურია. ყველა ქვეყანამ უნდა განაცხადოს, ყველა ქვეყანამ, რომ ბირთვული იარაღი უნდა განადგურდეს. ეს არის ჩვენი თავის და პლანეტის გადარჩენის გზა“, განაცხადა გორბაჩოვმა.
შეკითხვაზე - „წარსულში ჩვენ ვსაუბრობდით ცივ ომზე. როგორ აღწერდით ახლანდელ გამოუვალ მდგომარეობას რუსეთსა და დასავლეთს შორის?“ - გორბაჩოვმა უპასუხა:
„ცივს, მაგრამ მაინც ომს (იცინის). შეხედეთ რა ხდება. ხან სად და ხან სად ხდება შეტაკებები, სროლები, თვითმფრინავების, გემების გაგზავნა. ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.