გიორგი კაპანაძე: „პატრიარქმა ხალხს გადაუხადა მადლობა სამების მშენებლობისთვის და ეს ივანიშვილს ეწყინა - პირადად ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული ეს პროცესები“
04-11-2019, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული ის პროცესები, რაც დღეს ეკლესიასა და საპატრიარქოში ხდება, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ.

 

 

მისი თქმით, ივანიშვილს არ უყვარს პატრიარქი და მისი ეს დამოკიდებულება წლების განმავლობაში რთულდება.

 

 

„ზოგადად, აქ გასათვალისწინებელი არის ილია მეორისადმი ივანიშვილის დამოკიდებულება, არ უყვარს ამ ადამიანს პატრიარქი და მისი ეს, ასე ვთქვათ, არსიყვარული წლების განმავლობაში იხვეწებოდა და უფრო და უფრო რთულდებოდა, მაგალითად პირველი ფაქტი მინდა გავიხსენო, რომ როდესაც სამება შენდებოდა, სამების დასრულების შემდეგ პატრიარქმა ერთ-ერთ საჯარო ქადაგებაში ხალხს გადაუხადა მადლობა სამების მშენებლობაში შეტანილი წვლილის გამო და ვიცით ჩვენ, რომ ცხადია, მხოლოდ ივანიშვილმა კი არ ააშენა სამება, მისი ერთი ნაწილი დააფინანსა მან და მრევლმა გაიღო თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოხმარდა აი, ამ ეკლესიის მშენებლობას. ეს ივანიშვილს ეწყინა, მას უნდოდა, რომ სამების მშენებლობის სიკეთე თავად მიეწერა და ამის გამო გაბრაზდა და აქედან მოდის წყენა პატრიარქის მიმართ. მერე კიდევ, როდესაც პატრიარქი ჩავიდა საჩხერეში, ივანიშვილი არ შეხვდა პატრიარქს და ამით გამოხატა წყენა პატრიარქის მიმართ“ , - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი