ბიძინა ივანიშვილი: „მინდა, გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემ საკუთრებაში, წყალტუბოს პროექტიდან სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს“
04-11-2019, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში კითხვაზე, როგორ და რა პირობით აპირებს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს, პასუხად განაცხადა, რომ სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება.

 

 

მისი თქმით, მხოლო ორი მთავარი მოთხოვნა იქნება.

 

 

„რაც შეეხება შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ სამ წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ტენდერი იქნება თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც კანონი ითვალისწინებს, და თავადაც და ყველა დაინტერესებული პირი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

 

 

„წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს.

 

 

რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – სამ წელიწადში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ერთგვარი გარანტორია იმისა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

 

 

„მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესშიც დაეხმარება იმ ბიზნესსაც, რომელიც უკვე ფლობს წყალტუბოში სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას.

 

 

„მთავარია, ხარისხი დავიჭიროთ მაღალი, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შეიძლება, „თანაინვესტირების ფონდის“ საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება. თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ. რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს, რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ. იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპა სისტემის შექმნით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

როგორც მან განმარტა, ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს და ყველაფერი კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს.

 

 

„როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და სამ წელიწადში შეიძლება, სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

 

 

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა, გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, მთავარია, პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი, ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად დაცული უნდა იყოს.

 

წყარო:1tv.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი