წყალტუბოს მერი კონფერენციას „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ დაესწრო
04-11-2019, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კონფერენციაზე "ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია წარადგინა.

 

 

მერმა კონფერენციის მონაწილეებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის“ მიზნები და ამოცანები გააცნო.

 

 

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტი არის იმ 8 მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების გაზრდისთვის. ამ მიმართულებით მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობა გაძლიერდება და მუნიციპალური სერვისები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული", - განაცხადა კონფერენციაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.

 

 

კონფერენცია „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობაში“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა.

 

 

ღონისძიება თბილისის მერმა კახა კალაძემ, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონიმ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისიტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი