საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატები ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინათ წარადგინა.
მარტვილში კოალიციის სახელით, დეპუტატობისთვის სოსო დანელია იბრძოლებს, საგარეჯოში კი თამარ ხიდაშელი.
მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნაულ ჯანაშია რამდენიმე თვის წინათ მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა, რის გამოც საჭირო გახდა შუალედური არჩევნების დანიშვნა.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.
არასაპარლამენტო პარტიების უდიდესი ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.