საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა 4 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალბატონი დაშავდა და საჭირო გახდა, მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად, ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და ხშირ შემთხვევაში ამის გამო არ ეძლევა, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას ახდნენ.
„ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების სტატუს ნეიტრალური მიდგომებით განხილვის აუცილებლობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, პირველი რიგში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარებთან, რათა გაიხსნას საოკუპაციო ხაზი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია, და მოსახელობას გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს“ - აღნიშნა დარსალიამ.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა 4 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალბატონი დაშავდა და საჭირო გახდა, მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად, ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და ხშირ შემთხვევაში ამის გამო არ ეძლევა, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას ახდნენ.
„ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების სტატუს ნეიტრალური მიდგომებით განხილვის აუცილებლობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, პირველი რიგში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარებთან, რათა გაიხსნას საოკუპაციო ხაზი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია, და მოსახელობას გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს“ - აღნიშნა დარსალიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.