ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ქაბულში, მისიის შტაბ-ბინაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად საქმიანი შეხვედრები გამართა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსთან და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ელჩთან - სერ ნიკოლას კეისთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლსა და მათ წვლილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აღებული ვალდებულების ერთგული რჩება, გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც ერთადერთი რეალური გზაა სტაბილური მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.