8 არალეგალი მიგრანტი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, სუნთქვითი უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი კი დაკავებულია და პოლიციაში იკითხება.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.
მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.