კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სამედიცინო საჭიროებებისას ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთაზე აკრძალვის შემთხვევებით ნათელი ხდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგები
„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრეთ წოდებული „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
ელჩის განცხადება საქართველოში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.