ღია შეხვედრების ფარგლებში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების: სპათაგორის, უსახელოს, სურმუშისა და საირმის მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.
"ვაგრძელებთ ღია შეხვედრებს მოსახლეობასთან ცაგერის მუნიციპალიტეტში, მოვისმინეთ ის საჭიროებები რაც სოფლის მოსახლეობის წინაშე დგას, ერთობლივად ვიმსჯელეთ გადაჭრის გზებზე, დავსახეთ პრიორიტეტები და გავითვალისწინებთ ბიუჯეტის შედგენისას. აგრეთვე, მოსახლეობას გავაცანით საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით, ისე როგორც არასდროს,რეგიონებს აქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ეს იგრძნობა ყველა მიმართულებით.

ცაგერის სოფლებში ძირითადი პრობლემა არის სასმელი წლის გაუმართაობა, წყლის დებიტის არ არის საკმარისი, სპეციალისტები მუშაობენ ამ მიმართულებით. ლეჩხუმში მრავლად არის მეწყრული ადგილები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს, ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, ეტაპობრივად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებ“, -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ სოფლებში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

მოსახლეობასთან შეხვედრას აგრეთვე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.
საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელს და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.