ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, მთაწმინდიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა.
„მისასალმებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება. დღეს მსოფლიო კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც მიწის გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ურბანულ დასახლებებში გამწვანება აუცილებელი პირობაა, იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგები შევარბილოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.