გიგი წერეთელი: „საქართველოში უკანონო ბორდერიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“
05-11-2019, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე 57 მონაწილე ქვეყნის დიპლომატებს სიტყვით მიმართა. გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად კონფლიქტების მოგვარების გზებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ, ეუთოს სივრცეში უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა, ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების გაგრძელება კვლავაც ტურბულენტურ და არამდგრად გარემოში უწევთ.

 

 

„ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის დღევანდელი რეალობა: ყოფილ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ზრდა, ომები ჩვენს კონტინენტზე, ეუთოს ბევრ რეგიონში შეუსრულებელი ვალდებულებები, საერთაშორისო აღიარებული ნორმების და პრინციპების უხეშად დარღვევის ფაქტები, არალიბერალური და ანტიდემოკრატიული ტენდენციების განახლება. ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი უარს აცხადებს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობაზე და ყოველივე ეს ცალმხრივი, ეგოისტური მოქმედებებით და უთანასწორო, არაპარტნიორული დამოკიდებულებით გამოიხატება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

 

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკრაინისა და ყარაბაღის კონფლიქტებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

 

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრების უკანონო გავლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკანონობად და შეთანხმების მკაფიო დარღვევად ფასდება. ბოლო სავალალო შედეგი, რაც ამ არალეგიტიმურმა ქმედებებმა გამოიწვია, საქართველოს მოქალაქის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაა, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის დახურვის გამო, მისი ოჯახის წევრებს ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ მიეცათ. შედეგად, იგი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, მოვუწოდებთ, ვგმობთ, თუმცა, ვითარება უფრო მძიმდება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

მან ასევე საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი გამოსვლის საპასუხოდ განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის, აშშ, შვეიცარიის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, თურქეთის საელჩოების მხრიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი