სახლმწიფო კანცელარიაში დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო "შპს"–ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი.
ამ კითხვაზე პასუხი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა. პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, დროულად მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულება.
დღევანდელ საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. "აწარმოე ქართული" – ეს არის პრემიერ–მინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას. პროექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ჩატარდა კვლევები, მოხდა ანალიზი. ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის საჯარო უახლოეს პერიოდში გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.