კახა კახიშვილი: პასუხისგებაში მივეცით ერთ-ერთი დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე
31-08-2015, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სანამ ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება, არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადამსჯელო-რეპრესიული სახე მიიღოს“, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც მინისტრი ამბობს, დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს და მან და გიორგი მღებრიშვილმა კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ერთ-ერთი დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე პასუხისგებაში მისცეს.



„დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი რომ არ აქვს, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ სისტემაში ჩახედულია – ვგულისხმობ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი ციხეების მონიტორინგს ატარებენ. შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ დავმალოთ და არავის ხელი არ დავაფაროთ“, – აცხადებს კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

მინისტრი ამავე ინტერვიუში იმ პირველ თათბირს იხსენებს, რომელიც მან მინისტრის რანგში თანამშრომლებთან პირველად ჩაატარა. „დიახ, მე, როგორც მინისტრი, ხელს ვერ და არ დავაფარებ არცერთ ჩემს თანამშრომელს, რომელიც კანონის მოთხოვნებს გადაუხვევს და არცერთ პატიმარს, რომელიც კანონს დაარღვევს. როცა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩავატარე, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი – ყველა ადამიანს, ვინც კარგად მუშაობს, შრომა დაუფასდება, ხოლო ის, ვინც კანონს გადაუხვევს, სულ რომ ჩემი მეგობარი იყოს, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა! სხვათა შორის, როცა სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იყო და მე მისი პირველი მოადგილე, პასუხისგებაში მივეცით ერთ-ერთი დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელიც კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილა! ასე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – ხელის დაფარვას არავისთვის ვაპირებ!“ – აცხადებს კახიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი