სამთავრობო გუნდის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
სოფელ მაღლაკის, ფარცხანაყანევისა და ოფშკვითის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პარლამენტარები - გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე შეხვდნენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა აღნიშნა, ღია დიალოგის რეჟიმში ხდება ადგილობრივების მიერ დასმული პრობლემების განხილვა, ისახება მათი გადაჭრის გზებიც.
გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწესრიგება, სპორტული მოედნების მოწყობა, მოსაცდელების რეაბილიტაცია, სკოლების გაზიფიცირება, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა - ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაზე მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობა უკვე დაწყებულია, სოფლების მიხედვით ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯების გათვალისწინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.