საქართველოში ინვესტირებას მსხვილი ინდური კომპანიები გეგმავენ
31-08-2015, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსხვილი ინდური კომპანიები – Unique Mercantile India და Apna Punjab Resorts საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, – პოტენციურ ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.


კომპანიების ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან თბილისში, წყალტუბოში, ბათუმსა და მესტიაში ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელისა და პროფესიონალური გოლფის მოედნის მშენებლობა-ოპერირებით, ასევე – ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის შეძენით.


პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდური ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდება.


შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, ბიზნესგარემოს კუთხით, მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა.


მსხვილი ინდური კომპანიები ინდოეთში, სინგაპურში, მალაიზიასა და ინდონეზიაში რამდენიმე ათეულ სასტუმროს ფლობენ, ასევე დაკავებულნი არიან ტურისტების გადაყვანით. ინდური კომპანიების ხელმძღვანელები, ტურიზმის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის მიზნით, საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებიან. მათთან ეროვნული საინვესტიციო სააგენტო თანამშრომლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი