გუბაზ სანიკიძე: ივანიშვილის პატრიარქთან მისვლა იყო იუდას ამბორი, ჩვენ ორჯერ ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილი პატრიარქთან მისული, ერთხელ „ციანიდის საქმეზე“ - მიხვედი, როგორც გამარჯვებული, ახლა მიხვედი, როგორც დამარცხებული, გალახული და მიწაზე გართხმული
06-11-2019, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების უკან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას, არის მისი პროვოცირებული და ამის შემდეგ ივანიშვილის პატრიარქთან მისვლა „იუდას ამბორი“ იყო.

 


გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის „ძალიან სერიოზული, საბედისწერო სამართალი მოდის“ და „ქართული ეკლესია მაინც დარჩება და მისი ხელისუფლება კი უსახელოდ გაქრება - ქვეყნის დამაქცევრის თიკუნით იქნება გასტუმრებული“.

 


„ბიძინამ ერთი რამე არ იცის, ქართული ეკლესიის ავტორიტეტის დაცემასთან ერთად ხდება მისი ხელისუფლების ავტორიტეტის დაცემაც, იმიტომ რომ გადით ხალხში - ხალხში თქვენ არ დადიხართ, მარტო ღრუბლებში დაცურავთ - გადით, იკითხეთ ხალხში, 90% ჩვენი ხალხის ფიქრობს, რომ ეს არის თქვენი გაკეთებული ბატონო ბიძინა, უფრო სწორად თქვენ გაფუჭებული და მართლაც ასეა და ის იუდას ამბორი, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, რიტუალი პატრიარქთან მიბრძანების, ეს იყო იუდას ამბორი ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად იუდას ამბორი იყო, მაგრამ ერთი რამეც არის. ჩვენ ორჯერ ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილი პატრიარქთან მისული, ერთხელ იყო, როცა „ციანიდის საქმე“ იყო, იქ მიხვედი, როგორც გამარჯვებული, ახლა მიხვედი, როგორც დამარცხებული, გალახული და მიწაზე გართხმული იყავი პატრიარქთან მისული. ასე არის ეს და ეს არის თქვენი „ღვაწლის“ შედეგი ბატონო ბიძინა, ნურავის ნუ აბრალებთ, თუ ვინმემ არ გაგიმართლათ კადრებში, ეს იმ კადრების ბრალი კი არ არის, ადამიანი თუ ის იდიოტია, ის ობიექტურად იდიოტია და თანამდებობაზე დასმით იდიოტი გენიოსი ვერ ხდება, მაგრამ ეს თქვენ რა თქმა უნდა, არ იცით. თქვენ ხართ საქართველოს განვითარების ხელისშემშლელი უმთავრესი და ერთადერთი ფაქტორი უკვე. საქართველო ვერ განვითარდება, სანამ თქვენ ჩაერთვებით საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ იცით, რასაც თქვენ ქველმოქმედებას ეძახით, ის არის დაქცევა ამ ქვეყნის. თქვენი ქველმოქმედება დაქცევის ფასად გვიჯდება ჩვენ. თქვენ თუ ერთობით, წადით, გასართობის მეტი რა გაქვთ - შემოეხვიეთ ხეებს, ფეხშველა ირბინეთ მინდორში, ღამე გაათენეთ ცივ წყალში, რა ვიცი, ხომ გაქვთ რაღაც პროცედურები თქვენი რელიგიის მიხედვით მოგონილი და ის გააკეთეთ და ამ ქვეყანას თავი დაანებეთ. დაანებეთ დროზე, თორემ მოდის ძალიან სერიოზული სამართალი, საბედისწერო სამართალი მოდის“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   ნათელა
      
სამების ამშენებელი იუდა როგორაა

სამების ამშენებელი იუდა როგორაა
12 ნოემბერი 2019 10:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი