სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოიძებნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ტრაგედიის ეფექტიანი გადაწყვეტის გზები
06-11-2019, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი საფრთხეების გარდა, საქართველოს მთავარი და ყოველდღიური გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა.

 

 

მისი თქმით, ოკუპაცია ნიშნავს მუდმივ დაძაბულობას რუსეთთან და დაუსრულებელ ინციდენტებს.

 

 

„ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება, გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში. საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ნათქვამი ძალის გამოყენებაზე, მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია, ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მან გასულ კვირაში მომხდარ ფაქტებზეც ისაუბრა, როცა საოკუპაციო რეჟიმმა სამედიცინო საჭიროებების მქონე ორი მოქალაქე გამშვებ პუნქტზე არ გაატარა. ერთ-ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ერთი კი, კვლავ ცხინვალის საავადმყოფოშია.

 

 

„მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა – მარგო მათიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე – თამარ გიგაური იბრძვის სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი. მინდა, ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტიანი გადაწყვეტის გზები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის შემდეგ გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას.

 

 

„მოსახლეობის უიმედობასა და გაჭირვებას შეიძლება, მოჰყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ეს ერთადერთი გზაა, რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის “, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე მის თავდაცვის პოლიტიკაში, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი