ივანიშვილის ფულის კეთების სქემები: „კახელების კლანის“ და ღარიბაშვილის 300 მილიონი; უჩა მამაცაშვილის „ატკატები“; სიგარეტის, სპირტის, ხე-ტყის, ბიტკოინების ბიზნესები - აქედან მიღებული ასეულობით მილიონი ლარი ივანიშვილის ე.წ. სალაროში მიდის - ნიკა ობოლაძე
06-11-2019, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანალიტიკოს ნიკა ობოლაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იგი არ აკეთებს ფულს საქართველოში, რადგან, როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, საქართველოში ყველა მსხვილ ბიზნესს სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს, გარდა ამისა, მის ყულაბაში მიდის ე.წ. ატკატები უმსხვილესი ბიუჯეტის მქონე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ჯამში, ამ ყოველივეს წყალობით, ბიძინა ივანიშვილი ყოველწლიურად 2-3 მილიარდი ლარის შემოსავალს იღებს.

 


ანალიტიკოსი ივანიშვილს ქართული ეკონომიკის გაჩერებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2003 წელს საქართველოს ეკონომიკა 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით 1 000 დოლარი იყო, რაც 4-ჯერ გაიზარდა სააკაშვილის მმართველობის ორი ვადის შემდეგ და 2012-ში 4 000 დოლარი გახდა. ობოლაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შემდგომი ორი ვადითაც რომ ეს ზრდა გაგრძელებულიყო, დღეს ჩვენ ვიქნებოდით 1 სულ მოსახლეზე 16 000 დოლარის შემოსავლის მქონე და საქართველო განვითარების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის, მაგალითად, პოლონეთის მსგავსი იქნებოდა.

 


„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის 40 მილიონი კვ.მ. მიწა; არის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის მიწისქვეშეთი, მათ შორის მან ააფეთქა საყდრისი; არის ადამიანი, რომელმაც იშოვა თაბორის მთა. როდესაც ეს მიწა იყიდა, იშოვა, ყველანაირ ბრუნვაში, გადავიდა ზღვაზე და გვაქვს შემთხვევა, როდესაც ბათუმის მერიას დაურეგისტრირეს ზღვის ნაკვეთი იმისთვის, რომ ის ივანიშვილის კომპანიამ ჩაიგდოს ხელში; გვაქვს შემთხვევა, როდესაც ივანიშვილმა ზღვა მიიყვანა საკუთარ სახლამდე. იყიდა ზღვა, იყიდა მიწა, აბასთუმანში საერთოდ ცა იყიდა... ამის შემდეგ, როდესაც ქვეყანა გვაქვს ისეთი, სადაც ადამიანები მუშაობენ, სამსახურში მიდიან, მაგრამ იმდენი ხელფასიც კი არ აქვთ, რომ სამსახურში წესიერად იკვებონ, მიხვდა ივანიშვილი, რომ შემდეგ ეტაპს, მესამეჯერ ვეღარ მოიგებს არჩევნებს და ეხლა ამბობს, რომ მეო რაღაცეებს გავყიდიო, იაფად გავყიდიო. ამას 10%-ს დავაკლებო, ამას 20%-ს დავაკლებო, ზოგს შეიძლება 30%-იც დავაკლოო. როგორ შეიძლება ადამიანი საუბრობდეს თავისი პირადი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე, როდესაც ჩვენ 7 წელია, ქართველმა ხალხმა ის აირჩია ქვეყნის მმართველად. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია პრემიერ მინისტრები გააჩინოს, მაგალითად, ღარიბაშვილი და გააქროს, ისევ ღარიბაშვილი და მერე ისევ გააჩინოს, მაგალითად ღარიბაშვილი. გააჩინოს და გააქროს მაგალითად კვირიკაშვილი, ბახტაძე. ამ დროს ის კი არ უნდა გვესაუბრებოდეს, რა იყიდა და როგორ გაყიდის რაღაცას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უნდა გვესაუბრებოდეს ქვეყანა ზოგადად როგორ არის.

 


„მაგალითად, 2003 წელს საქართველოს ეკონომიკა 1 სულ მოსახლეზე იყო დაახლოებით 1 000 დოლარი და 4-ჯერ გაიზარდა მმართველობის ორი ვადის შემდეგ და 2012-ში იყო 4 000 დოლარი და ეს ზრდა რომ გაგრძელებულიყო შემდგომი ორი ვადა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით 1 სულზე 16 000 დოლარის შემოსავლით, რაც იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ვიქნებოდით დაახლოებით პოლონეთის დარი ქვეყანა, მაგრამ იცით რამდენით გაიზარდა ეკონომიკა? ნულით, ისევ 4 000 დოლარია. მან დაახლოებით 7 წელი მოპარა ქართველ ხალხს ეკონომიკაში იმიტომ, რომ ეკონომიკა საქართველოში, დოლარებში არ გაზრდილა. ვალი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 17% იყო - მთავრობის საგარეო ვალი - ახლა არის გაორმაგებული. დაახლოებით, 2,5 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი.

 


„2018 წელს თავად ივანიშვილმა თქვა, რომ მე კვირიკაშვილი გადავაყენე იმიტომ, რომ აღმოვაჩინეო, რომ ჩემი მმართველობის მე-6 წელსო სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა ადამიანებსო. იმის შემდეგ გავიდა ერთი წელი და ჩვენ გვაქვს სიგარეტზე ფასის ზრდა, ჩვენ გვაქვს სურსათზე ფასის ზრდა და ა.შ. ანუ სიღარიბე კიდევ უფრო გაიზარდა და ამ დროს ის გვეუბნება, რომ მე ახლა 60 მილიონ დოლარად გავყიდი სასტუმრო „პარაგრაფს“ და ამით რა ქართველო ხალხო?! - იმ სასტუმრო „პარაგრაფს“, სადაც ერთი ღამის გათევა ღირს 1 200 ლარი. ანუ, რას სთავაზობს ქართველ ხალხს, რომ რაღაცა იყიდა, გააკეთა და ახლა ყიდის და მერე რა? და საიდან იყიდა?

 

 

„მაინც ამბობენ, რომ ბიზნესმენია, ქველმოქმედია... დავიწყოთ იმის ახსნა, საიდან შოულობს ფულს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში თუნდაც. მას აქვს სქემა. პირველი, ეს არის მაგალითად უჩა მამაცაშვილი, რომელიც აზის „საქართველოს რკინიგზას“ და დაალაგა რაღაც თემები აზერბაიჯანთან და ჩვენ ვიცით, რომ უჩა მამაცაშვილი, იღებს „ატკატებს“ და ბოლო წლებია რკინიგზა გადის წაგებაში. ათობით მილიონ ლარს ამ სქემიდან უჩა მამაცაშვილი აგენერირებს ე.წ. სალაროში.

 

 

„არის მეორე სქემა, რომლის უფროსიც არის „რიჟა“, იგივე გიორგი კაპანაძე, რომელსაც ეკუთვნის ფეროშენადნობი, რომელსაც ეკუთვნის ჭიათურა, რომელსაც ეკუთვნის ტყიბული. ისინი აწარმოებენ ასობით მილიონი დოლარის პროდუქციას, შემდეგ ამ პროდუქციას ყიდიან შუამავალ კომპანიებზე, ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება, ამ შუამავალ კომპანიებზე ყიდიან იაფად იმიტომ, რომ მოგება არ დაფიქსირდეს და გადასახადები არ გადაიხადონ, ეს არის ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები, ამის შემდეგ იღებენ ბევრ მოგებას და ეს ყველაფერი შემდეგ მიაქვთ ივანიშვილის ყულაბაში მათ შორის.

 


„არის შემდეგი სქემა, იგივე „კახელების კლანი“ და ღარიბაშვილი, რომელმაც იშოვა სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 200-დან 300 მილიონ ლარამდე და ეს აღიარა ყველამ. ეს აღიარა ივანიშვილმა, ეს აღიარა ღარიბაშვილმა.

 


„ჩვენ ვიცით, რომ საყდრისის თემებში რამდენიმე ათული მილიონი იშოვა მათ შორის ივანიშვილმა იმით, რომ იქ შევიდა კომპანია და ააფეთქა საყდრისი.

 


„ჩვენ ვიცით, რა ხდება სიგარეტის ბიზნესში მაგალითად, საიდანაც წილი ასევე მიდის ივანიშვილის მთავარ სალაროში.

 


„ჩვენ მაგალითად ვიცით სპირტის ბიზნესი, აკურის ამბავში, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ქონება იყო და ეს მისმა ძმამ იგდო ხელთ კაპიკებში.

 


„ვიცით, რომ რაჭაში აქვთ ივანიშვილის კომპანიებს ხე-ტყის მოპოვების ლიცენზია ექსკლუზიურად და რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ხე-ტყის მოჭრა მიმდინარეობს და გააქვთ.

 


„არსებობს ბიტკოინების ბიზნესი, სადაც მაგალითად, გორში, გლდანში არის სიტუაცია, როდესაც გადასახადებს არ იხდიან და ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ელექტროენერგია ენგურჰესიდან გააქვთ და იქაც არის ივანიშვილის ინტერესი და საერთოდ, ამ ყველაფერს, სასწაულად კრავს ბოლო ფაქტი, ფარცხალაძის ამბავი, რომელმაც დაახლოებით 200 მილიონი ლარი დღგ-დან მოპარა ბიუჯეტს, 200 მილიონი ლარი მოპარა ბიუჯეტს, მათ შორის სხვადასხვა გათვლებით ამ ფულის გატანას, კონვერტაციასაც შეიძლება მოეხდიან გავლენა ლარის კურსზე, და გაიტანა ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი. ადამიანებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ოღონდ ფარცხალაძეზე არა, ანუ ფარცხალაძემ პირადად მოიპარა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე, მინიმუმ 100 მილიონი დადასტურებულია და 100 მილიონი არ არის ჯერ დადასტურებული და ამ დროს ივანიშვილი ამბობს, რომ მე არ ვაკეთებ ფულს საქართველოში?! არა, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.

 

 

„დაახლოებით 700 მილიონი ლარი იყო წინა ხელისუფლების დროს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი და თქვენ ხედავდით მაშინ რა შენდებოდა და რა კეთდებოდა, მე არავის ვაქებ, რაც იყო ფული, იმის შენდებოდა დაახლოებით. ახლა ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი არის დაახლოებით 3-ჯერ მეტი და ვხედავთ რა შენდება. ინფრასტრუქტურიდან გადის ასობით მილიონი ლარი ისევ „ატკატებში“ და ისევ ივანიშვილის მთავარ ყულაბაში... ამის ერთ-ერთი მაგალითია, მაკრახიძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც 92 მილიონის ტენდერი მოაგებინეს... ანუ ჩვენ გვაქვს როგორი სტუაცია. ივანიშვილი ქართულ ბიზნესს აზის და ყოველწლიურად იღებს 2-3 მილიარდ ლარს ამ თემებიდან, დიდი ბიზნესიდან. აქედან ნაწილს ახმარს იმას, რომ არჩევნებზე მოისყიდოს ადამიანები და გაუგრძელდეს ძალაუფლება, ნაწილით, შეიძლება მისი ახირებით, ააშენოს სადღაც რაღაც, ან „პანორამა“ ან „პარაგრაფი“ და მერე ამბობს, რომ ნახეთ, აი, ხომ კარგი რაღაც გავაკეთე, მაგრამ არც „პანორამა“, არც „პარაგრაფი“ ან რომელიმე სასტუმრო შეიძლება იყოს იმის მსგავსი ღირებულების, რაც იყო ანაკლიის პროექტი და ანაკლიის პროექტი უბრალოდ გააჩერა იმიტომ, რომ ეს იყო დიდი პროექტი, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა.

 


„ივანიშვილი აზროვნებს როგორც ჩვეულებრივი ქურდი, მაფიოზი, უყურებს და ამბობს, აი აქ, თუ სადმე დიდი ფული ტრიალებს, უნდა ვაკონტროლო მე, წილი უნდა მოდიოდეს ჩემთან, ყველაფერს შემდეგ ეს კრებს და როგორც დიდი უფროსი, ამ ყველაფერს ანაწილებს. ეს არის მისი მმართველობის სტილი. საბოლოო ჯამში, იმ 7 წლის მანძილზე, რაც ჩვენ დავკარგეთ და არ გვქონდა ეკონომიკური ზრდა, არ გვქონდა რეფორმები, დავაბრუნეთ ტოტალური კორუფცია, როგორც ბიუროკრატიაში, ისე განათლების სისტემაში და დაახლოებით 2-დან 5 ათას დოლარამდე არის ე.წ. სტავკა იმისთვის, რომ - ყველა დირექტორი იღებს, რომ მასწავლებლები დანიშნონ სამსახურებში და ჩვენ ეს ყველამ ვიცით და საზოგადოებამ იცის. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ქვეყანა წაგვეყვანა წინ, ქვეყანა გაჩერდა ერთ ადგილას, ეკონომიკა არ გაზრდილა 7 წლის განმავლობაში, ვალი გაორმაგდა 7 წლის განმავლობაში და მთავარი, ჩვენ რომ გაგვეგრძელებია იმ ტემპით ზრდა, რაც გვქონდა წინა წლებში, დღეს ჩვენ ვიქნებოდით აღმოსავლეთ ევროპის დარი ქვეყანა, მაგრამ დღეს ვართ ის, რაც ვართ და მთავარი, რაც ივანიშვილმა მოპარა ქართველ ხალხს, ეს არის ეს წლები ზუსტად“, განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი