ზაზა სოფრომაძე: სექტემბრის 15 რიცხვიდან ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას
31-08-2015, 04:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილება პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის. როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.
 

"პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პენსიებთან დაკავშირებული ცვლილება და ასაკით პენსიონერები, რომელთა პენსიები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა კიდევ უფრო იმატებს და გახდება 160 ლარი, ანუ მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს, მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - განაცხადა სოფრომაძემ.


მისი თქმით, პენსიონერებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს საუკეთესო სამედიცინო დაზღვევის პაკეტი.


"ამის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია პენსიონერთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც აისახება იმაში, რომ ზოგადად პენსიის მიმღებთა საერთო რიცხვი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლიწადნახევრის განმავლობაში პენსიის მიმღებთა ოდენობა ნაცვლად 686 ათასისა, დღეისათვის უკვე არის 703 ათასზე მეტი, ანუ პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 17 ათასით", - განაცხადა სოფრომაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი