სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორმა და თერჯოლის მერმა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო „ხარება“ დაათვალიერეს
06-11-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ხარება“ დაათვალიერეს.

 


სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს.

 

 

„წყალტუბოს რეაბილიტაციით იმერეთის რეგიონში ტურიზმის, მათ შორის ღვინის ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები იქმნება. ამ კონტექსტში კომპანია „ხარება“ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მასპინძელი გახდება“-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 


კომპანია „ხარებამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში წელიწადში დაახლოებით 7000 ტონა ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12,5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.

 


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა.

 


ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი