ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე პროექტის ”ადგილობრივი მმართველობა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით” ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში ღებულობენ მონაწილეობას.
პროგრამაში ჩართულები არიან პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საქართველოდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან და თურქეთიდან. პროექტი მიზნად ისახავს უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობასა და განვითარებას. საერთაშორისო სასწავლო პროცესი ადგილობრივი დემოკრატიის შვედური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.