თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის აბუბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი დააკავა. ინფორმაციას BBC თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობთ ავრცელებს.
„ამას დღეს პირველად ვაცხადებ. ჩვენ დავაკავეთ მისი ცოლი, თუმცა, აშშ-ის მსგავსად, აურზაური არ აგვიტეხია. ანალოგიურად, ჩვენ დავაკავეთ მისი დაც და სიძეც სირიაში. ამას დღეს პირველად ვამბობ. ჩვენ ისინი სირიის ტერიტორიაზე დავაკავეთ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
4 ნოემბერს თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ბაღდადის უფროსი და, მისი ქმარი, რძალი და ხუთი შვილი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.