გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოს, შპს „ხარებას“ სტუმრობდა
06-11-2019, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოს, შპს „ხარებას“ სტუმრობდა.

 


მინისტრმა საწარმოში, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრა.

 

 

„კომპანია „ხარება“ იმერული მეღვინეობის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ვიზიტორებისთვის საინტერესო ობიექტია. „ხარება“ ერთ-ერთი პირველია, ვინც ყურძნის იმერული ჯიშისგან წარმოებული ღვინის ფართო ასორტიმენტი შესთავაზა როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ისე უცხოელ ვიზიტორებს და ვფიქრობ, რომ დღესაც ავანგარდში რჩება. წყალტუბოს რეაბილიტაციით, იმერეთის რეგიონში ტურიზმის, მათ შორის, ღვინის ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები იქმნება. ამ კონტექსტში, კომპანია „ხარება“ კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მასპინძელი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

კომპანიამ „ხარება“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.

 

 

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.

 

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი