ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა და დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
07-11-2019, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - მოდეგამის, სირკვის, ბეჟანოს, აზავრეთის, ლომატურცხის, ბურნაშეთის და გოდოლარის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის იური უნანიანმა განუცხადა, მოდეგამის მცხოვრებლებმა სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანის და ასფალტის დაგების მოთხოვნა დააყენეს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში გაზის შეყვანა არ იგეგმება და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხს რამდენიმე დღეში გადაწყვეტს.

 

 

იური უნანიანის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად 22 სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ არის შეყვანილი, თუმცა მომავალ წელს სოფლებში - ჩუნჩხასა და პტენაში გაზის შეყვანა იგეგმება, ხოლო 2022 წლის ბოლომდე კი, მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლებიც უნდა იყვნენ გაზიფიცირებული.

 

 

უნანიანის განცხადებით, მიმდინარე წელს ქ.ახალქალაქში თითქმის 95%-ით მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ამჟამად ასფალტის დაგების პროცესი ქალაქის ცენტრალურ, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე სრულდება, აღნიშნულ სამუშაოებს კი, „ჯავახავტოგზა“ აწარმოებს.

 

 

GUARDIAN.GE-ისთან საუბარში „ჯავახავტოგზის“ ხელმძღვანელმა, ნოდარ ინასარიძემ თქვა, რომ მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების მიუხედავად, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის დაგებას კომპანიის ქვეკონტრაქტორი ტენდერით განსაზღვრულ ვადაში, რამდენიმე დღეში დაასრულებს, ხოლო მომავალ წელს ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება და სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი