საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონებში ერთ-ერთი მთვარი პრობლემა მიწის რეგისტრაციაა და აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ პრობლემის უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოგვარებას.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის, განსაკუთრებით რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სოფლად მიწას. მეორე მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონიმიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. დღეს ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩვენ საბოლოოდ ამ საკითხს გადავწყვეტთ“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.