ლიბერთი სოციალურ პროექტებს განაგრძობს
07-11-2019, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთის ინიციატივით „ნატალი აკადემიაში“ 60 წლის ასაკის ზემოთ მსურველებს ახალი პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ.

 

 

სრულიად უფასო კურსი 5 ნოემბერს დაიწყება და 9 კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები პროფესიონალი სტილისტებისგან თანამედროვე ვარცხნილობების ტექნიკასა და ვიზაჟის ხელოვნებას შეისწავლიან.

 


აღნიშნული პროექტი ლიბერთის ხელშეწყობით ზაფხულში დაიწყო და 30-მა მონაწილემ „ნატალი აკადემიის“ სერტიფიკატი მიიღო.

 


„აღნიშნული პროექტისადმი დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ პროგრამის გაგრძელება და ლიბერთის მხარდაჭერით მეორე კურსის მონაწილეები სხვადასხვა სახის პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ვიზაჟის ხელოვნებასაც დაეუფლებიან და კურსის დამთავრებისთანავე შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, რაც მათი დასაქმების პერსპექტივას ქმნის”, - განაცხადა შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy-ს”დამფუძნებელმა, ნატალია თოლორაიამ.

 


„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მუდმივად ახორციელებს საინტერესო პროექტებს. ამ უპრეცედენტო ინიციატივით, უფროსი თაობის ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მივეცით. ვიმედოვნებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური სივრცეები, ამ ადამიანების თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი