ოზნის საჯარო სკოლის დირექტორის, რუბენ ანესიანის განცხადებით, არასამართლიანია, რომ სომხურ ენას მშობლიური ენის სტატუსი ჩამოერთვა და ეთნიკური უმცირესობის ენა ეწოდა და ასევე ისიც, რომ სომხური ენის მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდა არ ტარდება
07-11-2019, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE–ის ფოტო: რუბენ ანესიანი

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ანესიანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც სომხურენოვან სკოლებში განსაკუთრებით აძლიერებს ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების ხარისხს და დონეს, მიესალმება და აცხადებს, რომ „ახლა ქართულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებს შორის განსხვავება მინიმუმამდეა დაყვანილი“, მაგრამ წუხს, რომ სომხურ ენას მშობლიური ენის სტატუსი ჩამოერთვა და მას უკვე ეთნიკური უმცირესობის ენად მოიხსენიებენ, ხოლო სომხური ენის მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდა არ ტარდება, რაც აღნიშნული საგნის პედაგოგებს წელს ყოველთვიურად 150-ლარიანი დანამატის, მომავალი სასწავლო წლიდან კი დამატებით ასევე 150-ლარიანი დანამატის - ჯამში 300 ლარის - მიღების შესაძლებლობას უკარგავს.

 


„როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, მე მომწონს ის, რომ ახლა ქართულენოვან და სომხურენოვან საჯარო სკოლებს შორის განსხვავება მინიმუმამდეა დაყვანილი. მე მომწონს, რომ სახელმწიფო ენა უმაღლეს დონეზეა აყვანილი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ წალკის სხვა სოფლების სომხურ სკოლებშიც. მაგრამ, რაც არ მომწონს, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ისაა, რომ მშობლიურ ენაში - სომხურში - გამოცდა არ ჩატარებულა, ასევე რატომ უნდა გადარქმეოდა მას სახელი - მშობლიური და რატომ უნდა დარქმეოდა ეთნიკური უმცირესობების ენა? შეგიძლიათ ასე გამოაქვეყნოთ. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ქართველებისგან არ განსხვავდებიან ქართული ენის ცოდნის დონით, ისინი მაინც მშობლიურ ენაზე ფიქრობენ.

 


„ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ სომეხი ბავშვები ასე კარგად ფლობენ ქართულ ენას და საქართველოში ყველა ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ არ მომწონს, რომ შეცვალეს მშობლიური ენა და ახლა მას ეთნიკური უმცირესობის ენას უწოდებენ. მომწონს ქართული, როგორც მეორე ენა. ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ვიმეორებ, კატეგორიულად არ მომწონს მშობლიური ენის ნაცვლად ეთნიკური უმცირესობების ენები რომ წერია. სწორედ მშობლიური ენა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევისწავლოთ ქართულიც, ინგლისურიც, რუსულიც და სხვა დანარჩენი ენებიც.

 


„ზოგადად, მე ძალიან მადლიერი ვარ სახელმწიფოსი, მიყვარს ქართული სახელმწიფო და პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ მათ ყურადღებას ეროვნული უმცირესობების სკოლებისადმი. ასეთი რამ მსოფლიოში სხვაგან არსად არაა. მე ამას ყველგან ვამბობ. ვენაცვალე ჩვენს ძმებს, ქართველებს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, ქართულ სახელმწიფოში ჩვენს მშობლიურ ენაზე გვქონდეს სკოლები, მაგრამ იმასაც დაუფარავად აღვნიშნავ, რაც არ მომწონს.

 


„როგორც გითხარით, სომხური ენის 4 მასწავლებელია სკოლაში. ისინი ბოლომდე იხარჯებიან და ეხმარებიან სკოლას იმაშიც, რომ სახელმწიფო ენა ყველამ იცოდეს, მაგრამ არ მესმის, ამ კატეგორიის პედაგოგებისთვის რატომ არ არის საგნობრივი გამოცდა და რატომ უნდა იღებდნენ ისინი ნაკლებ ხელფასს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ იმის შანსი, რომ გახდნენ უფროსი მასწავლებლები და მიიღონ შესაბამისი დანამატი - 150 ლარი წლევანდელი წლის ოქტომბრიდან და დამატებით, კიდევ 150 ლარი მომავალი წლის სასწავლო წლის დაწყებიდან. მე თავადაც სომხურ ენას ვასწავლი. ჩვენთვის, როგორც გითხარით, საგნის გამოცდა არ არის დაწესებული და აქედან გამომდინარე, დიდხანს, დიდხანს მოგვიწევს კიდევ ლოდინი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად.

 


„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს, რომ როგორც მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონენი, დამატებით 35%-იან სახელფასო დანამატს ვიღებთ უკვე წლებია - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. მაგრამ ის, რაც სომხური ენის მასწავლებლებზე გითხარით, სამწუხარო რეალობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის რუბენ ანესიანმა.

 

კომენტარები: 2
#2  გივი
      
სასომხეთში რამდენი ქართული სკოლაა
7 ნოემბერი 2019 09:53
#1   მარინე
      
1989 წელში,როდესაც სამუშაოდ წავედი სამუშაოდ ახალქალაქის რაიონის ერთ ერთ ქართულ სოფელში,მასწავლებელთა რაიონულ კომფერენციაზე ვისმენდი სომეხი მასწავლებლების ანალოგიურ პრეტენზიებს,ვაპროტესტებდი,მაგრამ ჩემი პროტესტი რჩებოდა ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა...აი,რა მივიღეთ!
7 ნოემბერი 2019 04:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი