ფოტოზე: ქრისტეფორე და იასონ წამალაიძეები
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, საკუთარ სახლთან ახლოს, გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქრისტეფორე წამალაიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მისი შვილი - რომელიც 25 წლის განმავლობაში იყო სასულიერო პირი - სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა საკუთარ ბინაში უეცრად, ოჯახის წევრების თანდასწრებით გარდაიცვალა.
ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელთმთავარია, რომელიც საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო ეკლესიას გამოეყო. წამალაიძე ახლა დამოუკიდებელი მღვდელია, ჰყავს საკუთარი მრევლი და მღვდელმასხურებას საკუთარ სახლში ეწევა.
წამალაიძის თქმით, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ეჭვები არ აქვს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.