ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იური უნანიანის განცხადებით, მიმდინარე წელს ახალქალაქში თითქმის 95%-ით მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ამჟამად ასფალტის დაგების პროცესი ქალაქის ცენტრალურ, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე სრულდება, აღნიშნულ სამუშაოებს კი, „ჯავახავტოგზა“ აწარმოებს და კომპანია სამუშაოებს მალე დაასრულებს.
GUARDIAN.GE-ისთან საუბარში „ჯავახავტოგზის“ ხელმძღვანელმა, ნოდარ ინასარიძემ თქვა, რომ მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების მიუხედავად, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის დაგებას კომპანიის ქვეკონტრაქტორი ტენდერით განსაზღვრულ ვადაში, რამდენიმე დღეში დაასრულებს, ხოლო მომავალ წელს ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება და სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.