ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებამდე“
07-11-2019, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მეოთხე სესიაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

 

 

„საქართველო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთო უსაფრთხოების პრინციპების ერთგულია, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი და ნატოს მომავალი წევრია. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ამყარებს, რაც ასევე ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეუქცევადობის გარანტიაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

 

 

„არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა გავაძლიეროთ ეროვნული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, შევიმუშავოთ ჰიბრიდულ და პოტენციურ კონვენციურ საფრთხეებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა. უკიდურესად რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს თავდაცვის ამბიციურ ტრანსფორმაციას, რომელიც ტოტალური თავდაცვისა და სტრატეგიული მზადყოფნის ამოცანებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტიანი და მდგრადი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის რეფორმირების პროცესში დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო, რაც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას ეფუძნება და გულისხმობს მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სამხედრო განათლებას, სწავლებებს და შეიარაღების სისტემების გაუმჯობესებას. „2020-2025 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინსფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიცაა მრავალეროვნული სწავლებების მხარდასაჭერად საწვრთნელი ინფრასტრუქტურის ნატოს სტანდარტებით მოდერნიზება და მზადყოფნის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სწავლებები.

 

 

სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც კონცენტრირებული იქნება უფრო დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებამდე“ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალმა რანდალ სიმონსმა, ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა მარკ დი პაოლომ და ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი