ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 114880 ლარს შეადგენს, ხოლო გაბიონის სიგრძე 170 მეტრი იქნება.
გაბიონის მოწყობის შემდეგ დატბორვისგან დაცული იქნება მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მდინარე მუნჩიას სანაპირო ზოლი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.