დეკანოზი შალვა კეკელია „ნაციონალურ მოძრაობას“ კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს.
სასულიერო პირის ინფორმაციით, 2012 წელს, გლდანის ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, საპატრიარქოში დათა ახალაია და იოსებ თოფურიძე მივიდნენ. დეკანოზის ინფორმაციით, ისინი ეკლესიის მხრიდან ლოიალური პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კადრების გავრცელებით იმუქრებოდნენ.
„არ ვიცი, რა კადრებზეა საუბარი, ვუთხარით, მოგვეცით ეს კადრები და ჩვენ თვითონ დავსჯით იმ ადამიანს“, - განუცხადა „ქრონიკას“ დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.