მამა ანდრია სარია: „თუ არაფრის გეშინია, თუ ფიქრობ, რომ მამა პეტრეს სიტყვები არის ჰაერზე ნათქვამი, მინიმუმ განხილვა ხომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის?!“
08-11-2019, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც ადამიანი შეიტანს საჩივარს, მითუმეტეს სინოდზე, ის ვალდებულია, ეს საჩივარი დაამტკიცოს, თუ ვერ დაამტკიცებს, თვითონვე იმ სასჯელით განიკვეთება, რა საჩივარითაც შევიდა თავიდანვე, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ გადაცემა „რეაქციაში“ საბრისას.

 

 

მისი თქმით, ის, რომ მამა პეტრე ცაავას მღვდელმსახურების აღსრულების უფლება ჩამოერთვა, კანონდარღვევაა და სამართლიანობა იქნება, თუ მღვდელმთავრები ამ კანონდარღვევის გამოსწორებას მოითხოვენ.

 

 

„მეუფე პეტრემ გადაწყვეტილება მიიღო, მან თქვა, რომ დაამტკიცებს ამ ყველაფერს, არათუ მან ეს ჰაერზე თქვა, მან თქვა, რომ მოწმეებიც იქნებიან და არათუ ზედაპირული მოწმეები, ჩვენ ხომ ზედაპირულად არ ვსაუბრობთ, ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა სინოდზე იქნება გაჟღერებული.

 

 

აღვნიშნავ, რომ საეკლესიო კანონდარღვევით მეუფე პეტრეს ჩამოერთვა ეპარქია, ტიტულატურა ეპარქიის ჭყონდიდელად წოდებისა, თუმცა ის არის მღვდელმთავარი, მას არ შეუძლია მღვდელმსახურების აღსრულება, სამართლიანობა იქნება ის, რომ მღველმთავრები მოითხოვენ ამ კანონდარღვევის, ამ კაზუსის გამოსწორებას. ჩვენ თუ დარღვევებს ასე, ჩვეულებრივად შევხედავთ და ვითომც არაფერი, კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება, ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, სჯულის კანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება, ჩვენთვის ქრისტე არის ყველაზე მაღლა, ვიღაცისთვის შეიძლება პატრიარქი იყოს და ჰყავდეს, არ არის პრობლემა. ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ მოციქულთა სული არ შეიბღალოს, ჩვენთვის პრიორიტეტი არის უფლის კანონები და სწორედ ამ კანონების დაცვისკენ მოვუწოდებ. მღვდელმთავრებმა უნდა მოითხოვონ მეუფე პეტრეს დაბრუნება, შესაბამისად, მინიმუმ, საეკლესიო სინოდმა დაკითხვა მოაწყოს. მას არ მისცეს მოწმეების მოყვანის და დამტკიცების საშუალება, ესეც  უკვე ეჭვს აჩენს.

 

 

თუ შენ ფიქრობ, რომ არაფრის გეშინია, თუ ეს არის ჰაერზე ნათქვამი, მინიმუმ განხილვა ხომ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის? თუ შენ ზურგი მაგარი გაქვს და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სწორია, რისი უნდა გეშინოდეს, როცა მართალი ადამიანი ხარ. როდის აღარ იქნება გარე აფეთქებები? მაშინ როდესაც ეკლესიის კანონმდებლობის შიგნით, სინოდზე იქნება ამაზე მსჯელობა, რასაც ითხოვს მამა პეტრე დღემდე და მომავალშიც მოითხოვს“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ გადაცემაში საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი