ელჩმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის (GSPM) სტუდენტებსა და თანამშრომლებს.
GSPM და ქართული პარტნიორი ორგანიზაციები, სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და ფონდი პროდემოსი ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას Global Perspective Residency, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა GSPM-ის სტუდენტების ჯგუფი საქართველოში გასამგზავრებლად. შერჩეული ჯგუფი ეწვევა თბილისსა და ბათუმს და გამართავს შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართული პოლიტიკის, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.