გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება
08-11-2019, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაწყებულ მსგავს პროექტებს. ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმით, რომ გადავცემთ მიწის ნაკვეთს,  ფეხბურთის ფედერაცია კი იღებს ვალდებულებას, სპორტული საფეხბურთო ცენტრები განავითაროს. მადლობა ლევანს ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით და სადაც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, გლდანში ყველამ იცის. ეს არის მე-5-სა  და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებული ძველი სტადიონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 2020 წლის სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი,  სადაც ახალგაზრდებს, პატარებს, ექნებათ საშუალება, ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი, ზომით 108 x 72 მ. და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა; აშენდება ადმინისტრაციული შენობა და დამონტაჟდება მოედნის 230-250-ლუქსიანი განათება. 

 

 

მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

 

ღონისძიებას გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარი საკრებულოში ოთარ გრიგოლია და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი