გიგა ბოკერია: „სიამოვნებით ვაღიარებ ბრალდებას, რომ მე და ჩვენი გუნდი ყველა მოქალაქის თავისუფლების დაცვის იდეის მატარებელი ვიყავით“
08-11-2019, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა,  რომლის მიხედვითაც, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.

 

 

„იმ ბრალდებას დიდი სიამოვნებით ვაღიარებ, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიყავით ყველა მოქალაქის თავისუფლების დაცვის იდეის მატარებელი. ამ მიმართულებით ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ეს ღირებულება მთავარი იყო. განსაკუთრებით იმ შეცდომების გააზრების ფონზე, რომელიც ჩვენ მოგვივიდა, როცა ხელისუფლებაში ვიყავით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

სანდრო ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ მარში“ არ დაუშვებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას. ამასთან, ბრეგაძემ „ევროპული საქართველო“ და “ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნული ფილმის  შემქმნელებად მოიხსენია.

 

 

რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი