ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ
08-11-2019, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. მათ მასპინძლობა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. ადამ კინზინგერი და ალექსანდერ მუნი ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს. 

 

 

კონგრესმენებმა ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ამერიკელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა და ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერეს. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება. 

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს შეხვედრა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი