„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც“ - Xinle Electrical Appliance-ს გენერალური დირექტორის მოადგილე
09-11-2019, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც, - განაცხადა ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიის Xinle Electrical Appliance-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ში სინქიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

მისივე თქმით, მათი კომპანია საქართველოში ბიზნესის დაწყების გზებს ეძებს.

 

 

„ვფიქრობთ, საქართველოში ძალიან კარგი მომავალი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებით“, - აღნიშნა ში სინქიანმა.

 

 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.

 

 

ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციას 10 ათასამდე კომპანიას აერთიანებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი