ფშაველი–აბანო–ომალოს გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილებისათვის გზა გაიხსნა
31-08-2015, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საგზაო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საყრდენების ამოყვანა, კიუვეტების, გაბიონების და ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა და გზის გაფართოება.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.


კახეთის რეგიონში, 21 აგვისტოს ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ჩამოიტანა კლდისა და მიწის ნაშალი, გარდა ამისა, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გზის რამდენიმე მონაკვეთს მთლიანად გამოაცალა საფუძველი და მოწყვიტა სავალ ნაწილს, რამაც გზის პარალიზება გამოიწვია.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, გზა გაიწმინდა ჩამოტანილი კლდის ნაშალისაგან, სტიქიისაგან მოწყვეტილ მონაკვეთებზე გაიჭრა ახალი გზა, რიგ მონაკვეთებზე ჩატარდა გზის აღდგენის სამუშაოები.


ამ ეტაპზე, მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილებისათვის გზა გახსნილია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი