ბიძინა ივანიშვილი: „განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ, განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა“
09-11-2019, 17:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ, განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა. ალბათ, არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა  საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  ინტერვიუში, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

 

 

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში განათლების დონემ მისი ყურადღება ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროს მიიქცია.

 

 

„მე ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, როდესაც პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება  საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ.  ასპირანტურაში ეკონომიკაში ვაკეთებდი დისერტაციას და ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს. პრინციპში, იქ ამით ვცხოვრობდი. სტიპენდიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მქონია და დამხმარეც არ მყავდა. ამ ფონზე შევამჩნიე, რომ განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი. ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია. მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს მოვუყევი შეშფოთებულმა და წერილიც გავამზადე.  ჩემი ერთი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, მაშინ „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე, განგაში დავიწყოთ ქართველებმა, რომ სკოლებში თუ სწავლის დონე არ აიწია ოდესღაც, ის დამოკიდებულება გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო" , - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი