ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს მასშტაბით, აქ ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ასე გამოეხმაურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.
"ეს პროექტი არის უპრეცედენტო არამარტო რეგიონის, არამედ საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ახალგაზრდები ძირითადად სასწავლებლად რეგიონიდან მიდიოდნენ თბილისში, იქვე რჩებოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ქუთაისში უნივერსიტეტის აშენების შემდეგ ეს ახალგაზრდები სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას აქვე გააგრძელებენ.
გარდა ამისა, იცით, რომ წყალტუბოში იწყება საუკუნის პროექტი, რომლის ფარგლებში გაკეთდება პროფესიული კოლეჯი, განვითარდება სხვადასხვა მიმართულებები და ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენს ახალგაზრდებს უჩნდებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ადგილზე. რეალურად ეს არის უდიდესი შესაძლებლობა არა მარტო ქუთაისისთვის და წყალტუბოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
ასევე, ქუთაისში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც აქ ჩამოსვლას ქუთაისის დავით აღამშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული დაბალბიუჯეტიდან ფრენების საშუალებით შეძლებენ", - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თემის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.